X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

აგარა-ზემო ოსიაურის გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

7 ივნისი 2016

7 ივნისს , აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან მონაკვეთზეავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთო.

ახალი გზა, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოსსაავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგისეთურიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთკავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს.

ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელინაწილის -  12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მიმდინარეწლის ბოლოს  დასრულდება. აღნიშნული გზის  7 კმ-იან მონაკვეთზე  ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობადასრულებულია  და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ახალ გზაზე.

პროექტის ფარგლებში შენდება: ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 2 სატრანსპორტო კვანძი, 2 პარალელურიხიდი , 2 ცენტრალური მაგისტრალის გზაგამტარი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გადასასვლელი.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია   “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“  აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება105 მლნ. ლარზე მეტია. სამუსაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმებული.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზისგამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.